
ჩვენ გვაქვს თვისებები
ურთიერთობებში გვიყვარს სილაღე - ერთმანეთისთვის ვართ არამხოლოდ თანამშრომლები, არამედ მეგობრები, რომლებიც ვხუმრობთ და ვერთობით ერთად, განსაკუთრებით „ბედნიერ პარასკევს“.
ვართ გაბედულები, რაც ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებსაც ეტყობა - შესაძლოა იცი, რომ სადაზღვევო ინდუსტრიაში პირველ ები ვართ, ვინც სადაზღვევო მომსახურებაში მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა დაამატა.
ვართ ემპათიურები და ზუსტად გვესმის, რა სჭირდება მომხმარებელს, რა გაუმარტივებს მას ცხოვრებას და ზუსტად ასე ვექცევით ერთმანეთს ყოველდღიურად.
რა არის სამართლიანობა ჩვენთვის? ის, რის გარეშეც არ გვექნებოდა ასეთი განსაკუთრებული სამუშაო გარემო და ვერც მომხმარებლებთან შევძლებდით ასეთი გამჭვირვალე ურთიერთობების შექმნას.
ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ შედეგისთვის, ვიცით რისკენ მივისწრაფით და მუდამ გვაქვს მიზანი.
