
ჩვენთან მოსულა
შეცდომები მოსულა
პროგრესის გზაზე „შეცდომები მოსულა“. ინოვაციებისა და სიახლეების დასანერგად ექპერიმენტები და შედეგებზე სწავლა აუცილებელია, მომხმარებლების უკუკავშირი კი ჩვენთვის ყველაზე ეფექტური ცვლილებების მთავარი გზამკვლევია.
კაის თქმა მოსულა
“ყოჩაღ!”, “მადლობა!”, “რა მაგარი ა!” და სხვა კომპლიმენტებს ჩვენთან ხშირად გაიგებ. ერთმანეთის შრომის დაფასება და წახალისება ყოველთვის მოსულა.
ინიციატივები მოსულა
მოსულა, გამოიჩინო ინიციატივა და გამბედაობა, ვარსკვლავებსაც წაეთამაშო და საბოლოოდ, შეცვალო ინდუსტრია.
კითხვის დასმაც მოსულა
კითხვები ყველას გვიჩნდება - ხან მარტივი, ხან რთული, ზოგჯერ უკვე დასმული და ხშირად, კრიტიკულიც. მოსულა, გამოიჩინო ცნობისმოყვარეობა და თუნდაც უკვე 1000-ჯერ დასმული შეკითვა 1001-ედ გაიმეორო.
ყვლზ სწრფ გადაწყვეტილებები
მოსულა, მიიღო ყვლზ სწრფ გადაწყვეტილებები, თუ შედეგისთვის ჩიტი ბრდღვნად ღირს.
უსაფრთხო სამუშაო გარემო
ჩვენთან არ მოსულა თანამშრომლების შევიწროება იქნება ეს მორალური, ფიზიკური, სექსუალური თუ ფსიქოლოგიური.
არც დისკრიმინაცია მოსულა რასის, სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით.
ნებისმიერი სახის შევიწროების ან დისკრიმინაციის შემთხვევაში, საკითხი შეგიძლია დააფიქსირო ანონიმურად ვებ - გვერდზე: https://tbcinsurance.ge/ge/contact
ან შემდეგ ელ - ფოსტაზე : incident@tbcinsurance.ge
